вторник, 26 апреля 2011 г.


პროექტის  სახელი მიუვალ წერტილამდე მანძილი
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები  სკოლის ეზოდან მდინარე აბაშის ნაპირამდე მანძილს განსაზღვრავენ  „სინუსების თეორემის“ დახმარებით.
პროექტის  სრული აღწერა ‘სინუსების თეორემის“ გამოყენების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება და გამოყენება პრაქტიკაში
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებთან ერთად  გადავწყვიტე  გაგვეზომა მანძილი სკოლის ეზოდან მდინარის ნაპირამდე,იმისათვის რომ განგვეზოგადებინა   უკეთ შეგვესწავლა ‘სინუსების თეორემა’. გადავწყვიტეტე  გაგვეკეთებინა პროექტი სახელად ‘მიუვალ წერტილამდე მანძილის განსაზღვრა’.
 მივეცი დავალება მოემარაგებინათ საჭირო რესურსები რაც დაგვჭირდებოდა სამუშაოს მსვლელობისათვის  ცხრილები, კალკულატორი, კუთხისმზომი ხელსაწყო, სახაზავი. მანძილის საზომი.
კლასი დავყავი ორ ჯგუფად:პირველ ჯგუფს მივეცი დავალება აერჩიათ ეზოში ორი წერტილი მოენიშნათ. გაეზომათ ეს მანძილი და გადაეტანათ ნახაზი ფურცელზე. ჯგუფმა გააკეთა წარმოდგენილი ნამუშევარიპრეზენტაცია
მასწავლებელი გადასცემს წარმოდგენილ ნამუშევარს მეორე ჯგუფს რომელიც შეასრულებს გამოთვლით სამუშაოს , რომელიც მდგომარეობს შემდეგში:  მიღებულ  სამკუთხედში ითვლიან უცნობ კუთხეს  და ‘სინუსების თეორემის’ დახმარებით თვლიან უცნობ გვერდებს სინუსების  ცხრილების და კალკულატორის გამოყენებით.
ჯგუფი აკეთებს შესრულებული ნამუშევრის პრეზენტაციას.
მოხდება პროექტის შემაჯამებელი– პრეზენტაცია
მონაწილეთა ასაკი:მე–10 კლასი
ვადები და ხანგრძლივობა:ერთი კვირა
მიზნები და შედეგი: პროექტის მიზანი იყო გამოთვლითი სამუშაოების თანმიმდევრულად შესრულების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება და მისი გამოყენება პრაქტიკაში

პროექტის ფასილიტატორი:მარინა ცხაკაია
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: marinacxakaia@gmail.com

. 
  



Комментариев нет:

Отправить комментарий